"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი "ალიანსის" "თავაზიანი ჟესტით" კმაყოფილია.
როგორც ჟურნალისტებს კობა დავითაშვილმა განუცხადა, "ალიანსის" გადაწყვეტილება, რომ დიდუბის საარჩევნო ოლქში კანდიდატურას არ დააყენეს კობა დავითაშვილის სასარგებლოდ, ორმაგად სასიხარულოა, რადგან ოპოზიციაში ერთობის სხივიც ჩნდება.
"ამაზე აუცილებლად გვექნება საპასუხო რეაქცია. მთავარია, ვიცოდეთ, რომელ უბანზე იქნებიან "ალიანსის" ლიდერები წარდგენილები და "ეროვნული საბჭო" რომელიმე ლიდერის სასარგებლოდ კანდიდატურას მოხსნის", - აღნიშნა დავითაშვილმა.