"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი 23-24 აპრილს, ნაკტ-პეტერბურგში ალექსანდრე ებრალიძის მიერ ორგანიზებულ "საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას.
"სანკტ-პეტერბურგში გამგზავრებას ნამდვილად ვგეგმავ, სადაც ალექსანდრე ებრალიძის მიერ ორგანიზებულ ქართული დიასპორების მსოფლიო ფორუმში მივიღებ მონაწილეობას. რაც შეეხება ჩემს რუსეთში ვიზიტის სხვა დეტალებს, ჯერჯერობით არ მაქვს დაზუსტებული ვისთან გავმართავ შეხვედრებს", -განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კობა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, სანკტ-პეტერბურგში ის სავარაუდოდ მარტო გაემგზავრება, რადგან "ხალხის პარტიის" ლიდერს მიაჩნია, რომ მისის და "კონსერვატორების პარტიის" ლიდერის ზვიად ძიძიგურის ერთად გამგზავრება წინაასარჩევნო პერიოდში მიზანშეწონილი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგში ალექსანდრე ებრალიძის მიერ ორგანიზებულ "საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმი" 23-24 აპრილს გაიმართება.