"კონსერვატიული პარტიის" ლიდერის, ზვიად ძიძიგურის აზრით, საქართველოს გულისთვის რუსეთს არავინ დაუპირისპირდება.
ამის შესახებ ძიძიგურმა დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა და აქვე განმარტა, რომ თუნდაც აღნიშნული მიზეზის გამო მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა აუცილებელია.
"რუსეთს ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ბევრი რამის დაშავება შეუძლია. ამას ემატება ის, რომ ბოლო დროს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები საგრძნობლად დათბა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს გულისთვის რუსეთს არავინ დაუპირისპირდება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მაინც რუსეთთან დალაპარაკება და პრობლემების ამ გზით მოგვარებაა", - განაცხადა ძიძიგურმა.
ამასთან, მისი განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია განმეორდეს, მითUუფრო, რომ "მოსკოვის მხრიდან პროვოკაციები მზადდება".