ქუთაისში, "ხალხის პარტიის" მაჟორიტარი კანდიდატი მიხეილ ხეცურიანი ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ხალხის პარტიის" მაჟორიტარმა კანდიდატმა დღეს, სასტუმრო "ბეტსიში" "ეროვნული საბჭოს" მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ხეცურიანის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მას ემუქრებიან და მოუწოდებნ ოპოზიციის რიგები დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლით იმუქრებიან.
"ჩემი ოჯახის წერები პედაგოგები არიან და მემუქრებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციიდან არ წამოვალ ისინი სამსახურებს დაკარგავენ. მე მინდა განვაცხადო, რომ 5 წელია "ხალხის პარტიის" წევრი ვარ და გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ", - განაცხადა ხეცურიაბმა.