"ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებას თანაპარტიელების გადაბირებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ სააკაშვილის რეჟიმი და მისი სპეცსამსახურები ჩვენი პარტიის კომისიის წევრების გადაბირებას ცდილობენ შანტაჟისა და მოსყიდვის გზით", - განაცხადა ჯიბლაძემ.
ამასთან, "ლეიბორისტებმა" ოპოზიციურ პარტიებს თვითმართველობის არჩევნების ბოიკოტირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.