სეპარატისტულ აფხაზეთსა და რესპუბლიკა ბაშკორტოსტანს (რუსეთი) შორის 2010-2011 წლებში თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა სამუშაო შეხვედრა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრს სერგეი შამბასა და რობერტ ვაგაპოვს _ ბაშკორტოსტანის საგარეო ეკონომიკური კავშირებისა და მეწარმეობის მინისტრის პირველ მოადგილეს შორის.
ამას გარდა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ბაშკორტოსტანის პრემიერ-მინისტრი რაილ სარბაევის მომავალი ვიზიტის დეტალები აფხაზეთში.