აფხაზური მხარის ინფორმაციით, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა დნესტრისპირეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ დნესტრისპირეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები იუწყებიან, რომ დნესტისპირეთის დელეგაცია, რომელსაც დნესტრისპირეთის მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელი იური ჩებანი მეთაურობს აფხაზეთში ჩამოსული იმისათვის, რომ სხვა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილოს.
ჩებანის განცხადებით, მის დელეგაცია შეხვედრები ჰქონდა აფხაზეთის სხვა და სხვა ე.წ. სამინისტროებსა და უწყებებში.
შეხვედრაზე სერგეი შამბამ დაარწმუნა დნესტრისპირელი ბიზნესმენები, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ყველა საქმიანი წინადადება ჯეროვნად იქნება განხილული და იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთი და დნესტრისპირეთი ეკონომიკის სხვა და სხვა სფეროებში ნაყოფიერ თანამშრომლობას შეძლებენ.