ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მორიგი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
აშშ-ის არმიის ტაქტიკური დაჯგუფება „სეიბერ"-ის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მაიკლ ჯეიმსმა 51-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.
ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების მეთაურის მოადგილის, გენერალ-მაიორ ჯონ მიურეის სახელით კი ვიცე-პოლკოვნიკ კობა გრიგოლიასა და 51-ე ბატალიონის მთავარ სერჟანტს ომარ ბორტიშვილს ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში 2014 წლის შემოდგომიდან მსახურობს.
ქართველი სამხედროები, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. მათი მთავარი ამოცანა მაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვაა.