თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
,,ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ ერთი რამ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, ჩვენი გუნდის წევრი იქნება თუ პოლიტიკური ოპონენტების წარმომადგენელი, ყველა თანაბრად პასუხისმგებელია კანონის წინაშე ",- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ჯოკია ბოდოკია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გუშინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები