უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკების მსვლელობით უკმაყოფილოა. შეხვედრიდან გამოსულმა პოროშენკომ ჟურნალისტებისთვის მცირე კომენტარი გააკეთა. "სამწუხაროდ, ჯერჯერობით კარგი ამბები არ მაქვს. რუსეთის პირობები ჩვენთვის მიუღებელია, თუმცა იმედს არ ვკარგავთ,"-განაცხადა უკრაინის ლიდერმა. გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების მოლაპარაკება ბელარუსის დედაქალაქში 14 საათზე მეტია, გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები