წუხელ, დაუდგენელმა პირებმა გალის რაიონის სოფელ ოქუმში მდებარე რუსი ოკუპანტების შტაბი ააფეთქეს.
შტაბი, რომელიც ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის, გივი ბულესკირიას სახლში იყო განთავსებული, მთლიანად დამწვარია.
განადგურებულია დოკუმენტაცია და იარაღი, რომელიც სპეციალურ საწყობში იყო განთავსებული.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთარობის წარმომადგენლის თორნიკე კილანავას ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა შემთხვევის შედეგად რამდენიმე რუსი ჯარისკაცი დაშავდა.
შემთხვევის ადგილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა წუხელვე დაათვალიერეს.