შეერთებულმა შტატებმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთისგან მტრის ხატი შექმნა. ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიონმა რადიო "ევროპა 1"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "უკრაინის კრიზისის დაწყებისთანვე ამერიკელებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს. მათ რუსეთი მტრად გამოაცხადეს, როგორც მაშინ, ცივი ომის პერიოდში. ვერ დავიჯერებ, რომ რუსეთს უკრაინის მიერთება სურს. ერთადერთი, რაც რუსეთს უნდა, საკუთარ საზღვრებთან მტრულად განწყობილ ქვეყანას არ ხედავდეს, რომელიც მთლიანად იქნება ინტეგრირებული ევროკავშირსა და ნატოში,"-აღნიშნა ფიონმა.
მასალის გამოყენების პირობები