ყოფილი დიპლომატის ეროსი კიწმარიაშვილი საქმეს, შესაძლოა, სხვა კვალიფიკაცია მიენიჭოს. როგორც კიწმარიშვილის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს მნიშვნელოვანი დეტალები გამოძიებამ მათი მოთხოვნით ჩატარებული დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოიპოვა.
,, გამოძიებას ამ ეტაპზე ჩვენს მიერ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიიღო მნიშვნელოვანი სახის ინფორმაცია რომელიც აუცილებელია გადამოწმდეს. საუბარია კონკრეტული პირების იდენტიფიცირებაზე, რომელიც მიგვაჩნია რომ საეჭვო პიროვნებები არიან. Aამ პირთა წრის შესწავლა წინაპირობა უნდა გახდეს ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის", _განაცახდა გაგი მოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი მისსავე ავტოფარეხში, გარდაცვლილი იპოვნეს. კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებისგან განსხვავებული ვერსია აქვს კიწმარიშვილის ოჯახს.