დღეს, 15 აპრილს, ნიკარაგუის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, სეპარატისტულ აფხაზეთს ეწვევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოს ლოპესი გვირგვინებით შეამკობს სოხუმის ცენტრში მდებარე "დიდების მემორიალს", რომელიც 1992-1993 წლებში მიმდინარე ქართულ-აფხაზურ კონფლიქტად წოდებულ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ სეპარატისტთა და დაქირავებულ ბოევიკთა ხსოვნის უკვდავსაყოფად დაიდგა.
შეგახსენებთ, რომ ნიკარაგუის დელეგაცია სოხუმში ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან ჩავა.