უკრაინის იარაღით მომარაგება კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ უფრო გაამწვავებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. "რუსეთის ფედერაცია რეალურადაა დაინტერესებული კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაჭრით. ამიტომ, ყველა დანარჩენი ქმედება- სანქციები, იზოლაცია, იარაღის მიწოდება- უკურეაქციას გამოიწვევს და ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინას ამ საშინელი კონფლიქტის მოგვარებაში დავეხმაროთ,"-აღნიშნა პესკოვმა. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები