შსს პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე დეპუტატის თანამდებობას დაიკავებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კურტანიძემ განაცხადა ამისთვის უკვე დაწყებულია შესაბამისი ტექნიკური პროცედურები.
,,გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობდი, რადგან ჯერ თანამებრძოლი გვყავდა ღირსეულად დასაკრძალი. Aამის შემდეგ კონსულტაციები გავიარე პრემიერ-მინისტრთან, ასევე პრემიერის დავალებით შევხვდი კახი კალაძეს, ასევე ირაკლი კობახიძეს, გუშინ მქონდა შეხვედრა თედო კობახიძესთან და გავიარეთ ის ტექნიკური საკითხები რომელიც ჩემს პარლამენტში გადასვლას უკავშირდება. საბოლოოდ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამ ხნის განმავლობაში თითოეული თანამებრძოლისგან ვიღებდი იმ ძალას, რომელმაც მომცა იმის რწმენა, ძალა, რომ მათთვის საჭირო ვიქნები პარალემნტში. ეს მზაობა რომ არ ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებოდი იმ სისტემაში სადაც პროდუქტიული ვარ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კურტანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლუკა კურტანიძის დეპუტატობის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა რაც პარლამენტის წევრის, თამაზ ავდალიანი გარდაიცვალა.
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მის შემდეგ სწორედ ლუკა კურტანიძეა.