,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე შალვა გოგოლაძე თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, მათი პარტიის წევრის, ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის შალვა გოგოლაძის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით დღეს ახალციხეში პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა.
სასამართლოზე პროცესებში მესამე მხარის ჩართვა მოითხოვეს. კერძოდ, ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის ამჟამად მოქმედი თავმჯდომარის.
ზურაბ აბაშიძის განმარტებით, აღნიშნულის გამო ახალციხის სასამართლოში პროცესი 22 თებერვლისთვის გადაიდო.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მათი პარტიის წევრი თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც კოალიცია "ქართულ ოცნებას" "თავისუფალი დემოკრატები" გამოეყვნენ.
მისივე თქმით, შალვა გოგოლაძე თავისი უფლებების დაცვას სასამართლო გზით გააგრძელებს.