ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალის მერის, ბესლან ხუხუნავას განცხადებით, ყველა სავაჭრო ობიექტი, ჯიხური თუ დახლი, რომელთა მეპატრონეები კომერციულ საქმიანობას უნებართვოდ ეწევიან ან რომლებიც პარკების ტერიტორიაზე, ქუჩაში ან ტროტუარზეა განთავსებული, დემონტაჟს დაექვემდებარება.
,,ჯიხურების დემონტაჟი უკვე დავიწყეთ. ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები, რომ ჯიხურები თავიანთი ნებით აეღოთ, მაგრამ როგორც ხედავთ, ნებაყოფლობით ეს არავინ გააკეთა. ამიტომ, იძულებული გავხდით, შესაბამისი ზომები მიგვეღო." - განაცხადა ხუხუნავამ.
მისი თქმით, მომავალში მოვაჭრებისთვის გალში სპეციალური ადგილი გამოიყოფა, სადაც სავაჭრო პავილიონები განთავსდება.
,,ეს ყოველივე ქალაქის კეთიმოწყობისთვის კეთდება." - აღნიშნა გალის მერმა.
როგორც აფხაზი ჟურნალისტები იუწყებიან, მსგავსი ღონისძიებები ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ სოხუმშიც გაატარა და გარე ვაჭრობის ობიექტები დედაქალაქშიც აიღო.