ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე. წ პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სიძე ვადიმ ვალიევი, გუშინ საღამოს, ცხინვალში გარდაცვლილი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, 41 წლის ვალიევმა სავარაუდოდ თავი მოიკლა.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ვადიმ ვალიევი თიბილოვის ქალიშვილის, მარინა თიბილოვას ქმარი იყო და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა.
თავად მარინა თიბილოვა კი ე. წ. ფინანსთ მინისტრის მოადგილეა.