ფიფამ პრეზიდენტობის 4 კანდიდატის ვინაობა დაასახელა. მსოფლიოს საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელის პოსტისთვის მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, 2001 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, პორტუგალიელი ლუიშ ფიგუ, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი და ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის თავმჯდომარე მიხაელ ვან პრააგი იბრძოლებენ. არჩევნები 29 მაისს გაიმართება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არჩევნებში იორდანიის პრინც ალი ბინ ალ-ჰუსეინს დაუჭერს მხარს.