ხვალ, 15 აპრილს, 10:30 საათზე, "ქორთიარდ მარიოტში" აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საფრანგეთის სენატის სენატორებსა და სათათბიროს დეპუტატებს შეხვდება.
შეხვედრისას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში (აფხაზეთი) არსებულ ვითარებასა და ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრებს.
ბარამია საფრანგეთის სენატისა და ეროვნული სათათბიროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ყურადღებას გამახვილდებს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვეებზე და ქართული მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე საფრანგეთის დელეგაციის წევრებთან მზარდ მილიტარიზაციაზე და აფხაზეთში უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ამუშავების აუცილებლობაზედაც ისაუბრებს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებს "აფხაზეთის მედიაცენტრის" მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ვიდეომასალას გადასცემს, სადაც კოდორის ხეობის აღმშენებლობა და შემდგომ მისი ოკუპაციაა ასახული.