საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს ვახტანგ გომელაურს იბარებს. „ნაციონალები" გომელაურისგან პასუხის გაცემას მინისტრის იმ განცხადებაზე ითხოვენ, რომელშიც გომელაური ამბობს, რომ უმცირესობა არეულობის მოწყობას გეგმავს. „ნაციონალები" აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მისი წინამორბედის კურსს აგრძელებს და ჭორაობს.
უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი კი ოპონენტებს მათი მოთხოვნისათვის წერილობითი სახის მიცემას ურჩევს.
„მე ყოველთვის გამიხარდება ვახოს ნახვა. პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთ," - ამბობს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალებმა" შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პარლამენტში რამდენჯერმე დაიბარეს, თუმცა უკვე ყოფილმა მინისტრმა ოპონენტების არც ერთი მიწვევა არ მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები