შსს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ,,საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბანკებთან დაკავშირებით ყველა დანაშაული, ბოლო პერიოდში ოპერატიულად იყო გამოძიებული, მათ შორის, ,,საქართველოს ბანკის" შემთხვევაში.
„უპირველესად ვიტყვი, რომ ბანკებთან დაკავშირებით ყველა დანაშაული, ბოლო პერიოდში იყო ძალიან დროულად გამოძიებული და დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში, ეს თითოეულ შემთხვევაზე შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ, რომ ასე მოხდა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქაც ნახეთ, რომ უმოკლეს დროში იყო ეს გამოძიებული და დამნაშავე დაკავებული და მიეცა პასუხისგებაში. იქნება ეს პოლიციის თანამშრომელი, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, თუ სხვა მოქალაქე, სხვა პროფესიის, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს მიეცემა პასუხისგებაში და ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპი. კანონი იცავს ყველას, მაგრამ ასევე მისი დარღვევისთვის პასუხს აგებს ყველა", -_განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრი დააყაჩაღეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. სერვისცენტრის დაცვამ მას წინააღმდეგობა გაუწია. უცნობია მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა ფულის წაღება.
მასალის გამოყენების პირობები