საქართველოს ცენტრალურმა მთავრობამ აჭარის რეგიონისთვის დამატებითი უფლებამოსილების მიცემის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძე განაცხადა.
ვარშალომიძის განცხადებით, ცენტრალურმა მთავრობამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ის ბათუმში კმაყოფილი ვბრუნდები.
"დღეიდან მოსახლეობას და მეწარმეებს დოკუმენტებისთვის და სერთიფიკატების ასაღებად თბილისში და ფოთში გამგზავრება აღარ მოუწევთ, რადგან ჭაბურღილის გახსნისთვის და გამოფენაზე ნახატის გატანისთვის ნებართვა დღემდე ცენტრალური ხელისუფლებიდან უნდა მიგვეღო", - განაცხადა ვარშალომიძემ და აქვე დასძინა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან მსგავსი შეხვედრები ინტენსიურ ხასიათ მიიღებს.
ამასთან, კითხვაზე - ამიწურა თუ არა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან დაპირისპირება, ვარშალომიძემ აღნიშნა, რომ "დაპირისპირება არ ყოფილა და, როგორც ჩანს წერილების ნაცვლად პირდაპირი კონტაქტი უფრო შედეგიანია".