ირაკლი ფირცხალავა, ისევე როგორც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული სხვა პირები ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის თქმით ყოფილი მაღალჩინოსანი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვაზაგაშვილის მკვლელობის გარემოებების შესახებ „ზღაპარს" უწოდებს.
"ირაკლი ფირცხალავა არ აღიარებს ბრალს ბუნებრივია და ამას ყველაფერს რაც ასე ვთქვათ, გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ, ზღაპარს უწოდებს და მე მას ამაში აბსოლოტურად ვეთანხმები. რამეთუ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ამ ფორმულირებას წაიკითხავს რაც განჩინებაშია მითითებული დაკავების შესახებ , შეექმნება წარმოდგენა, რომ ირაკლი ფირცხალავა გეგმავდა მკვლელობის აქტებს და ამისათვის მან შსს-ს მთელი რესურსი გამოიყენა პირადად. ამას აბსურდის თეორიამდე მივყავართ", - განაცხადა ადვოკატმა დავით ხაჟალიამ.