30 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო", სომხეთის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ნ.ც., რომლის ბარგის დათვალიერების შედეგად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 140 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „პირალგინი" აღმოაჩინეს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს.
მასალის გამოყენების პირობები