ოს სეპარატისტთა ლიდერთან ედუარდ კოკოითთან შეხვედრისას ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისრმა სამუელ სანტოს ლოპესმა განაცხადა, რომ მოხარულია სამხრეთ ოსეთში ჩამოსვლით და ამ ვიზიტს "ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი" უწოდა, იმის ფონზე, რომ "სამხრეთ ოსეთში ჯერ კიდევ ჩანს ცრემლი ადამიანების თვალებზე".
"ჩვენმა მთავრობამ და პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტო მოვლენებიდან მალევე მიიღო. ეს მოხდა 2008 წლის სექტემბერში ნიკარაგუას არმიის დღეს", _ განაცხადა ლოპესმა.
მისივე თქმით, ნიკარაგუას დელეგაცია არ შეუშინდა საქართველოს პროტესტს და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მაინც ჩამოვიდა.
"როდესაც აქ მოვემგზავრებოდით, ჩვენ ვუსმენდით ახალ ამბებს საქართველოდან, რომელიც ჩვენს ვიზიტს აპროტესტებდა და მიუხედავად საფრთხისა ჩვენ აქ მაინც ჩამოვედით. მინდა იცოდეთ, რომ ნიკარაგუა და ნიკარაგუელი ხალხი ყოველთვის თქვენს გვერდში იდგება და მხარს ყოველთვის დაგიჭერთ", _ განაცხადა ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრმა კოკოითთან შეხვედრისას.