არასრულწლოვანი დისშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამტრედიაში 50 წლის მამაკაცი დააკავეს. 14 წლის გოგონა ბებიასთან და ბიძასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მოზარდზე ორი წელი ძალადობდა და სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდა, თან ბავშვს ემუქრებოდა, სიმართლე არ ეთქვა.
ამის შესახებ გოგონამ მეგობარს უთხრა, რის შემდეგაც უკვე სამართალდამცველებმაც შეიტყვეს. დაკავებული ერთხელ უკვე არის ნასამართლევი. მას 19 წელი აქვს მოხდილი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.