სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მეტრო "რუსთაველთან" და პარლამენტთან პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობოების აქცია გაიმარეთა.
აქციის მონაწილეები, მათ შორის "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი, აცხადებენ, რომ მათი უმთავრესი მოთხოვნაა სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავეების დასჯა და „ნაციონალური მოძრაობის" ზონდერებისაგან ძალოვანი სტრუქტურების გათავისუფლებაა.
ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვლენ.
აქციის მონაწილე, ჯონდი ბაღათურია, ამბობს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას მორალური უფლება არა აქვს, მართოს ქვეყანა.
„დღევანდელი ხელისუფლება ივანიშვილი-ღარიბაშვილის მეთაურობით დაკავებული არის პირადი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის მოწყობით. ამ ხელისუფლებას აღარანაირი მორალური უფლება და რესურსი აღარ გააჩნია ქვეყნის მართვის. ეს ხელისუფლება უნდა მიჰყვეს „ნაციონალურ მოძრაობას", - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.