გურამ შარაძის მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოფირებს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
მელიქიშვილის ქუჩაზე კომპანია "ალდაგის" ოფისის გარეთ დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერებიდან ამოღებული სამი ჩანაწერის შესახებ დასკვნას მოკლულის ოჯახის წევრები უახლოეს დღეებში ელოდებიან.
ექსპერტიზას დაესწრო გურამ შარაძის შვილი.
რუსუდან შარაძის განცხადებით, დასკვნამ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვებს მკვლელის აღწერილობის, სიმაღლის და თავად ფირების ავთენტურობის შესახებ.
მისი ვარაუდით, ფირზე ასახული პიროვნება შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებული ბარათაშვილი არ არის.
"თავიდანვე დიდ იმედებს ვამყარებდი ამ ფირებზე. თვალნათლივ ჩანს სრულიად სხვა პიროვნება. ვინც იცნობს გიორგი ბარათელს, დამეთანხმება, რომ ეს არ არის გიორგი ბარათელი და გამოძიებამ ეს უნდა დაამტკიცოს," - აცხადებს რუსუდან შარაძე.