უკრაინაში განვითარებული მოვლენები და საქართველოში არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთისადმი დაწესებული სანქციების აუცილებლობაზე. ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც.
"დისკუსია წარიმართა უკრაინის კრიზისზე, რუსეთთან ურთიერთობაზე, ასევე სიტუაციასზე საქართველოში. დღეს ერთიანია აშშ-ს და ევროკავშირის პოზიცია ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ეხება რუსეთთან ურთიერთობას. ხაზგასმით ითქვა, რომ მნიშვნელოვანია კოორდინირებული პოზიცია იმ ქვეყნებთან, რომლებმაც გააკეთეს თავისი არჩევანი," - განაცხადა ბერუჩაშვილმა.