ოსმა სეპარატისტებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი მათიას იორში ცხინვალში არ შეუშვეს.
ერგნეთის საგუშაგოსთან ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ცხინვალში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ე. წ. სამხრეთ ოსეთის სახალხო დამცველთან დავიდ სანაკოევთან ერთი საათის განმავლობაში აწარმოებდა.
სანაკოევი მათიას იორშს ცხინვალში შესვლას სამხრეთის ნაცვლად ჩრდილოეთიდან სთხოვდა.
"ჩვენთვის ცხინვალში შესვალ სამხრეთიდან უფრო მოსახერხებელია ვიდრე ჩრდილოეთიდან და ეს უნდა გაითვალისწინონ. ასევე საზღვრები ღია უნდა იყოს მოქალაქეებისთვის, მით უმეტეს ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებისთვის", - აღნიშნა იორშმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ დღევანდელი ინციდენტი ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასახვას პოვებს.
იორშმა შიდა ქართლი უკვე დატოვა.