აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთში მყოფი დახურული რუსული სააქციო საზოგადოების, "როსაგროტრანსის" თავმჯდომარე კონსტანტინე ზოსევი მიიღო. აფხაზური მხარის ინფორმაციით, შეხვედრად აფხაზეთის ე. წ. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის "მინისტრები" ესწრებოდნენ.
შეხვედრისას განიხილეს საზოგადოება "როსაგროტრანსისა" და სეპარატისტული აფხაზეთის თანამშრომლობის შესაძლო საკითხები. ასევე განიხილეს საზოგადოება "როსაგროტრანსის" მიერ აფხაზეთში პროექტების რეალიზების შესაძლებლობა.