ხვალ, 14 აპრილს, სოხუმს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა. ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეუთოს მომხსენებლები მათიას იორში და დევიდ უილრიში, ასევე მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აგნეჟა ნაჩილო და მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში საბრინა ბუეშერი.
იმავე დღეს გალში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის დელეგაციის წევრები გალის რაიონში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულს რუსლან ქიშმარიას შეხვდებიან.
15 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის დელეგაცია აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდება. დაგეგმილია ასევე Dშეხვედრები აფხაზეთის სეპარატისტული ე. წ. მთავრობის წარმომადგენლებთან _ სერგეი შამბასთან და მაქსიმ ღვინჯიასთან.
ინფორმაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის დელეგაციის ვიზიტის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.