საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია დაკავებულია.
ცოტნე გამსახურდია მეზობლის, დავით ბაჯელიძის დაჭრაშია ეჭვმიტანილი. ინციდენტი წუხელ, კოლხურ კოშკთან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
თვითმხილველთა განცხადებით, კამათის შემდეგ, ცოტნე გამსახურდია დავით ბაჯელიძის სახლში მივიდა და იგი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
მეზობლების თქმით, მათ ბოლო პერიოდში ერთმანეთთან შელაპარაკება რამდეჯერმე მოუვიდათ.
ცოტნე გამსახურდია წუხელ გვიანობამდე ვერაზე, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ქალაქის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
დანაშაულის ჩადების მომენტში ცოტნე გამსახურდიას არასაპატიმრო სასჯელი უკვე ჰქონდა შეფარდებული. იგი სისხლის სამართლის 315-ე მუხლით - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებაშია ბრალდბეული და არასაპატიმრო ღონისძიება აქვს შეფარდებული.