იური ვაზგაშვილის საქმეზე, შესაძლოა, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაიკითხოს. როგორც ჟურნალისტებთან ვაზაგაშვილის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა იგი არ ფლობს ინფორმაციას ვაზაგაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრის შესახებ, თუმცა თუ ეს შეხვედრა შედგა პროკურატურა ამ ფაქტით უნდა დაინტერესდეს
"ჩემთვის ივანიშვილისა და ვაზაგაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. მაგრამ თუ კი ეს შეხვედრა შედგა, ბუნებრივია, პროკურატურა ამ ფაქტით უნდა დაინტერესდეს და თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ივანიშვილი, როგორც მოწმე, უნდა დაიკითხოს", - განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში მოსიაშვილი.
არსებული ინფორმაციით, 19 იანვარს იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. ის აფეთქების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას, რომელიც ამ დრომდე არ არის დასრულებული.
მასალის გამოყენების პირობები