იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი ირანს სანქციებს დაუწესებს, თეთრი სახლის ლიდერი კონგრესმენთა გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს. ამის შესახებ ბარაქ ობამამ საკანონმდებლო ორგანოში ტრადიციული, ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. "ახალი სანქციები ამ ეტაპზე დაუშვებელია, რადგანაც თეირანთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ეს ჩვენი დიდი შეცდომა და ამერიკული დიპლომატიის ჩავარდნა იქნება, რითაც მხოლოდ იმას მივაღწევთ, რომ ირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს,"-აღნიშნა ობამამ.