"ვინც ეს ჩაიდინა, უმკაცრესად დაისჯება!," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იური ვაზაგაშვილის საქმის შეფასებისას.
"ოპოზიციაში ყოფნის დროს ბატონი იურა იყო ჩემი მეგობარი. ის იყო მებრძოლი ადამიანი. მათ, ვინც ეს ჩაიდინეს, შესაბამისი ორგანოები მიაგებენ უმკაცრეს პასუხს. ჩემი მხრიდან მინდა, დავპირდე მათ, ვინც ეს ჩაიდინა, რომ სტრასბურგის ევროპის ადამინის უფლებათა დაცვის სასამართლოში დაწყებული საქმე მივა ბოლომდე და ის მემორიალი კი იდგება იქ, სადაც დგას," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი მოუწოდებს პროკურატურას, დროულად მოხდეს საქმის გამოძიება.
"ბატონი იურას საქმეზე დაიწყო გამოძიება და აქაც უსწრაფესად უნდა მოხდეს ყველაფრის გარკვევა და დაიდოს კონკრეტული შედეგი,"- აცხადებს წულუკიანი.
მასალის გამოყენების პირობები