,,შემთხვევაში თუ ადგილი აქვს მკვლელობას, ბუნებრივია, რომ დამნაშავის მხრიდან ეს არის ძალიან ცინიკური ქმედება", _განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ იური ვაზაგაშვილის საქმის კომენტირებისას.
მისივე განცხადებით, მომხდარი არის საგანგაშო და საყურადღებო როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის.
,,ამ ეტაპზე, რაღაც განსაკუთრებული შეფასებების გაკეთება ნამდვილად არ იქნება სწორი. უბრალოდ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ თუ ჩვენ არ დავსჯით იმ ადამიანებს, რომლებიც დანაშაულს ჩადიან, ეს უარყოფითად აისახება ისევ დაზარალებულებზე, რომლებიც მართლმსაჯულებას ელოდებიან", - განაცხადა ფოფხაძემ.