სასჯელაღსულების მინისტრის მოადგილის კახა კახიშვილის განცხადებით, თუ იური ვაზაგაშვილი მიზანმიმართულად ააფეთქეს, მაშინ ხელისუფლებას დაეკისრება სერიზოული პასუხისმგებლობა, თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან.
,,თუ ეს მართალია, მაშინ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას იმ შემთხვევაში ის პირები რომელსაც ჩაიდინეს ეს საშინელი დანაშაული გადაურჩებიან მართლმსაჯულებას. Aასე რომ, წლების განმავლობაში როდესაც ვსაუბრობდით სამართლიანობს აღდგენაზე ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხზე წერტილი უნდა დაისვას, რომ ასეთ ტრაგედიებს ადგილი აღარ ჰქონდეს", _განაცხადა კახიშვილმა.
იური ვაზაგაშვილი აფეთქების დროს გარდაიცვალა.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ყვავილებს ცვლიდა.