იური ვაზაგაშვილის და მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ძმა მისი ძმისშვილის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელებმა მოკლეს.
,,რა ვერსია უნდა იყოს. იყვნენ ზურას მკვლელები, ზურას მკვლელები არიან ჩემი ძმის მკვლელებიც", -აცხადებ ჟურნალისტებთან საუბრისას ვაზაგაშვილის და.
კურიერის" ინფორმაციით იური ვაზაგაშვილი აფეთქების დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას "კურიერი" იური ვაზაგაშვილის ძმისშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ყვავილებს ცვლიდა. გიორგი ვაზაგაშვილის განცხადებით სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ ყვავილების ჩასადებში იყო ჩამონატაჟებული.
მან ასევე აღნიშნა, რომ იური ვაზაგაშვილი საფლავზე მარტო იმყოფებოდა.
გარდაცვლილის ძმისშვილის ინფორმაციით აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებული არიან სამართალდამცავები.