სომხეთის ქალაქ გიუმრში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე საჯარო სასამართლო სომხეთში გაიმართება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტირკინსა და სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
ბასტრიკინის თქმით, სასამართლო პროცესის სომხეთში საჯაროდ გამართვა იმის დასტური იქნება, რომ მხარეები სამართლიანობისა და მართლმსაჯულების აღსრულების მომხრეები არიან.
ოთხშაბათს გიუმრში 6 თვის ბავშვს დაკრძალავენ, რომელიც ავეტისიანების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მეშვიდე მსხვერპლი გახდა.
საზარელი მკვლელობის ჩადენაში ეჭვმიტანილი გიუმრში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზის მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვია, რომელმაც სამხედრო ნაწილი 12 იანვარს თვითნებურად დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები