საპარლამნეტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრების აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც ჟურნალისტებთან დეპუტატმა განაცხადა მთავრობას დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს და პრეზიდენტის მოსაზრების გაგება სხვა საშუალებებითაც შეიძლება.
„თუ მოდის პრეზიდენტი პარლამენტში და თავის დამოკიდებულებაზე საუბრობს, რატომ არის აუცილებელი, რომ მთავრობა იქ იყოს და გულისყურით უსმენდეს დარბაზიდან, როცა შეიძლება უსმინო კიდევაც, საქმეც აკეთო. მთავრობას აქვს თავისი დღის წესრიგი და ჩვენ მთავრობას ვქირაობთ იმისათვის, რომ მოვითხოვოთ მისგან მუშაობა იმ ხარისხით, რაც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
Mმისივე განმარტებით, პრეზიდენტს ცუდი მრჩევლები ჰყავს.
„არის საკითხები, რომელიც შეგიძლია არ დაძაბო და არ ეძებო სკანდალური განვითარების პერსპექტივები. ცუდი მრჩევლები ჰყავს როგორც ჩანს," - განმარტა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენეტი გიორგი მზადაა ყოველწლიური მოხსენებით დეპუტატების წინაშე ნებისმიერი ფორმატით წარსდგეს.
მარგველაშვილი იმედს გამოქვამს, რომ შარშანდელი პრეცედენტი არ გამეორდება და პრეზიდნეტის ყოველწიურ მოხსენებას მთვრობაც დაესწრება.
"მე იმედი მაქვს, რომ შარშანდელი შემთხვევა როდესაც მთავრობამ ვერ მოახერხა დაესწრებოდა პრეზიდენტის მოხსენებაზე წელს არ განმეორდება, რადგან ამან არავითარი სიკეთე არ მოუტანა არც სახელმწიფოს და არც საერთაშორისო და შიდა იმიჯს. იმედი მაქვს, რომ მთავრობა გამონახვას დროს, იმის მიუხედავად რომ პარლამეენტი ქუთაისშია მოხსენებაზე დასასწრებად. რაც შეეხება ფორმატს ფორმატი პარლამენტის მიერაა გადასაწყვეტი თუმცა მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დეპუტატებთან ერთად განვიხილო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები", _განაცხადა მარგველაშვილმა.
ხოლო პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სავალდებულოდ არ მიიჩნევს, პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვას პარლამენტში მთავრობის წევრები დაესწრონ. როგორც ლიკანში ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა განაცხადა პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას სიმბოლური დატვირთვა აქვს.