ციხის მე-7 დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე სასჯელაღსრულების სამინისტრო ამ დროისთვის განმარტებას არ აკეთებს. თუმცა როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი მღებრიშვილის უწყებაში განუცხადეს, უახლოეს პერიოდში აღნიშნულ საკითხზე განცხადებას გაავრცელებენ. სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა მსჯავრდებულები ციხეში არსებულ არასათანადო პირობებსა და უმიზეზოდ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.
,,13 იანვრიდან ოთხმა პატიმარმა დაიწყო შიმშილობა და როგორც ვიცი სხვა პატიმრებიც აპირებდნენ შეერთებოდნენ, მაგრამ პარასკევის შემდეგ ინფორმაცია აღარ მაქვს, რადგან დასვენების დღეები იყო და არ ვიცი რამდენი პატიმარი შიმშილობს. საუბარია არასათანადო პირობებზე, როგორც პატიმრები ამბობენ დაუმსახურებლად დასაჯეს იმით რომ აუკრძალეს პაემანი, ამანათის გადაცემა, მაღაზიაში ნივთების შეძენა, ტელეფონზე დარეკვა. Pპატიმრების განცხადებით, ამ ყველაფრის მიზეზი გახდა ის რომ 7 იანვარს ერთ-ერთმა პატიმარმა, გასეირნების დროს მეორეს გადასძახა გილოცავ შობას და ამის გამო ის ოთხი პატიმარი, რომელიც მასთან ერთად საკანში იმყოფებოდა განურჩევლად დასაჯეს", _აცხადებს ნიკოლაიშვილი.