გალში, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე გალის რაიონში მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვის საკითხს დააყენებს. ასევე განიხილება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რუსული კატარღების მიერ, ორი კვირის წინ, უკანონო შემოჭრის ფაქტი.
შეხვედრაზე ქართულ მხარეს ტრადიციულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი წარმოადგენს.
შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.