ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების რიგით 51-ე შეხვედრა გაიმართება.
დღევანდელ შეხვდერაზე ქართული მხარე ცხინვალიდან დავით ბაშარულის ცხედრის გადმოსვენების საკითხს დააყენებს.
პრევენციასა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფი ასევე იმსჯელებს საოკუპაციო ძალების უპილოტო აპარატების შემოსვლის საკითხზე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
"შეხვედრისას აუცილებლად შევეხებით ოკუპირებული ახალგროის მკვიდრის დავით ბაშარულის უგზო-უკვლოდ გაუჩინარების საკითხს. ასევე ჩვენი მხრიდან საუბრის ძირითადი თემა იქნება მავთულხლართებისა და რკინის ღობეების უკანონო მონტაჟით გამოწვეული პრობლემები. ასევე იკუპ[ირებულლი ტერიტორიიდან რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ცენტრალური ხელისუფოლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფატებს", - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ