საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ნათლისღების დღესასწაული ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა. სამხედრო მოძღვარმა წყალკურთხევის ცერემონიალი ჩაატარა და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დალოცა.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, დეკანოზმა გიორგიმ ქართველ ჯარისკაცებთან ნათლისღების საიდუმლოსა და იოანე ნათლისმცემლის შესახებ იქადაგა.
მასალის გამოყენების პირობები