20-21 იანვარს ქ. ბრიუსელში ევრონესტის კომისიის სხდომა გაიმართება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საკანონმდბელო ორგანოდან აცნობეს კომისიის სხდომაში მონაწილეობას პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი მიიღებს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან.
კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ საფეხურზე აყვანის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისათვის ევროპულ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში მჭიდრო ინტეგრაციის პერსპექტივებზე.