საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის თამაზ სუხიაშვილის დაღუპვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანებ ადა აცხადებს, რომ მან თავი შესწირა ჩვენს საერთო ბრძოლას და რუსეთს მოუწევს როგორც უკრაინული, ისე ქართული ტერიტორიების დაბრუნება.
,,უკრაინაში, დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლაში, გმირულად დაიღუპა ქართველი ოფიცერი თამაზ სუხიაშვილი. მან, სხვა ქართველებმა და მათ მოხალისეთა ასეულმა, უკუაქცია რუსული სპეცრაზმი და კადიროველების ჯგუფი. ჩვენმა მებრძოლებმა, ძალიან მძიმე ბრძოლაში გამოგლიჯეს აგრესორს, მონასტრის ტერიტორია, საიდანაც ის ესროდა აეროპორტს, რითაც უკრაინის არმიას დაუბრუნდა და შეუნარჩუნდა კონტროლი დონეცკის აეროპორტზე, რომლის აღება პუტინისთვის პრინციპის საკითხად არის ქცეული. ამ გმირობის ჩადენის დროს, დაიჭრა კიდევ სამი ქართველი მებრძოლი. ველაპარაკე სანდრო კვიტაშვილს და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან. თამაზი 2004-ში იბრძოდა ცხინვალში, იყო ერაყსა და ავღანეთში და 2008 წელს თავი გამოიჩინა რუსეთთან ომში. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, მიატოვა თავისი მაღალ ანაზღაურებადი სამსახური, იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების განსაკუთრებულ დავალებათა განაყოფის ლეიტერნანტი გახლდათ და ყველა შეტაკებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, სანამ გუშინ ბოლო გამარჯვება არ მოუტანა უკრაინას, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. არ ვიცოდი თუ ის იქ იბრძოდა, მაგრამ მინდა ქედი მოვიხარო ნამდვილი ქართველი გმირის ხსოვნის წინაშე. მან თავი შესწირა ჩვენს საერთო ბრძოლას, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და მოუწევს როგორც უკრაინული, ისე ქართული ტერიტორიების დაბრუნება.დიდება გმირებს, დიდება მათ მშობ და გამზრდელ საქართველოს, დიდება უკრაინას!", _აცხადებს სააკაშვილი.