საქართველოში მომდევნო სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს დაცვის სამინისტრო სინოპტიკოსმა მაია ქააძემ განაცხადა უახლოეს დღეებში მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც და შემცირდება ყინვის ინტენსიობაც.
მისივე განცხადებით, დღეს, დასავლეთ საქართველოში ჰაერი 13, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსი 9 გრადუსამდე გათბება, თბილისში კი დღის ტემპერატურა 8 გრადუსამდე შენარჩუნდება.
,,ამაღამ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ტემპერატურა +3, -2 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდები, ხოლო დღის ტემპერატურა 10-15 გრადუსამდე შენარჩუნდება. რაც შეეხება თბილისს ხვალ ღამე -2 გრადუსამდე ყინვა შენარჩუნდება, დღისით კი ჰაერი 8 გრადუსამდე გათბება", _განაცახდა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მაია ქააძემ.
მისივე განმარტებით, 20-21 იანვარს როგორც დასვლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები